Tuesday, June 27, 2017

   
                                                      ინტელის კურსის რეფლექსია                       



  სასწავლო პროექტის სიღრმისეული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით 2017 წლის 23 იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით ქ.ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში გავიარე ტრენინგი ,,ინტელის კურსი-პროექტებით სწავლება'',რომელიც მოიცავდა 9 მოდულს-36 საათს.ტრენერი: ავთო ცნობილაძე                   დავიწყეთ ინტელის  კურსის ძირითადი მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა. პირვლი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ.გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის შაბლონს.განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები.  
                                   
                                           
მე-2 დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტების და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, განსაკუთრებით საინტერესო იყო სასწავლო პროექტის ბუკლეტის შექმნა და მისი გაფორმება.
     

                                        მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის
 მესამე დღეს განვიხილეთ მე-2 მოდულის საკითხები.  გავეცანით მზა გაკვეთილის გეგმებს, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის, გავეცანით ბლუმის ტაქსონიმიას და გამოვიყენეთ შესაბამისი ზმნები პროექტის დასაწერად.

Sunday, June 11, 2017

   სასწავლო ელექტრონული რესურსი.  IX კლასი.
   ქიმიის პედაგოგი ბელა ბოხუა. ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა
             რა აბინძურებს ჰაერს.
http://www.calameo.com/accounts/5218797