Tuesday, July 18, 2017

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია


 ინტელის ტრენინგის საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლის მომცემი.დასაწყისში გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული,რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია.შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,პროექტის პრეზენტაცია power point-ში,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტიტები,განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია,შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები,მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის ,რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზიგადოების წევრებს.შევისწავლეთ ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები ავტვირთეთ GMAIL-ის დისკზე და ბლოგზე.

დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ ავთო ცნობილაძეს, რომელმაც ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა.შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა გამიჩინა ახალ-ახალი პროექტების შექმნის სურვილი.

ინტელის პროექტი


                                                   "რა აბინძურებს ჰაერს?"

Tuesday, July 11, 2017

მე-8 დღის რეფლექსია


           ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "გონებრივი იერიშის " რუბრიკა.

Monday, July 10, 2017


                                                     მე-7 დღის რეფლექსია  

 ტრენინგის მე-7 დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციის შაბლონები,გავეცანით ბლოგის სტრუქტურას,ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგში,გავეცათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს,გავიგეთ ვიდეო გაკვეთილების მისამართები.

Friday, July 7, 2017

                                              ინტელის ტრენინგი
                             

                                  მე-4 დღის რეფლექსია  

 
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  მოდული2-ის.აქტივობა 2-ზე და 3-ზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოვახდინეთ მათი  პრეზენტაცია. ვიმსჯელეთ ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვები და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის შაბლონში. ასევე  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები რომელიც ამოვიწერეთ და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში .          
                         
                                 მე-5 დღის რეფლექსია
 

 ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მოდული 3- ის აქტივობა 2 და 3 .საავტორო უფლებები ,წყაროს ციტირება,საძიებო სისტემების გამოყენება და გვერდის სანდოობა.

გავიხსენეთ POWER POINT-ში მუშაობა და დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის

                                მე-6 დღის რეფლექსია
  
ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები. web.2.0 tools - ტექნოლოგიები. ვისწავლეთ ელექტრონულ ფოსტაში ფაილის დაარქივება და მერე გაგზავნა. ვილაპარაკეთ სათარგმნ პროგრამაზე, გავეცანით გუგლის რუკას,  2 წერტილს შორის მანძილის გაზომვას და ნავიგაციას. განვიხილეთ გუგლის კალენდარი და მისი დანიშნულება. გადავედით გუგლის დისკზე და ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გაზიარება. ასევე კვლევითი ფორმების შექმნა და გამოყენება.