Friday, July 7, 2017

                                              ინტელის ტრენინგი
                             

                                  მე-4 დღის რეფლექსია  

 
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  მოდული2-ის.აქტივობა 2-ზე და 3-ზე.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოვახდინეთ მათი  პრეზენტაცია. ვიმსჯელეთ ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ეს კითხვები და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტის შაბლონში. ასევე  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები რომელიც ამოვიწერეთ და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში .          
                         
                                 მე-5 დღის რეფლექსია
 

 ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მოდული 3- ის აქტივობა 2 და 3 .საავტორო უფლებები ,წყაროს ციტირება,საძიებო სისტემების გამოყენება და გვერდის სანდოობა.

გავიხსენეთ POWER POINT-ში მუშაობა და დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის

                                მე-6 დღის რეფლექსია
  
ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები. web.2.0 tools - ტექნოლოგიები. ვისწავლეთ ელექტრონულ ფოსტაში ფაილის დაარქივება და მერე გაგზავნა. ვილაპარაკეთ სათარგმნ პროგრამაზე, გავეცანით გუგლის რუკას,  2 წერტილს შორის მანძილის გაზომვას და ნავიგაციას. განვიხილეთ გუგლის კალენდარი და მისი დანიშნულება. გადავედით გუგლის დისკზე და ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გაზიარება. ასევე კვლევითი ფორმების შექმნა და გამოყენება. 

No comments:

Post a Comment